20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
"გურიის მოამბე" მხარს უჭერს "რუსთავი 2"-ს

რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს გურიის მოამბე. შესაბამისი განცხადება გაზეთის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მას სრულად გთავაზობთ:

"ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის, უკიდურესად შემაშფოთებელია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის, 5 ნოემბრის, ცნობილი განჩინების შემდეგ, რაც დიდი რისკის ქვეშ ამყოფებს საქართველოში ფუნქციონირებად მედია საშუალებებს და ჟურნალისტებს.

განჩინებით, მოსამართლემ შექმნა შესაძლებლობა, მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის, შეცვლის ანაც სრულიად გაქრობის, მეტიც თავად დააწესა გარკვეული რეგულაციები და გასცა მითითებები.

გურიის მოამბე მხარდაჭერას უცხადებს რუსთავი 2-სა და ჟურნალისტებს და იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს გამონახოს გზები, არსებული კრიზისის დასაძლევად, რაც საშუალებას მოგვცემს, ჟურნალისტებს, თავიდან ავიცილოთ  შემოტევები, რათა დაუბრკოლებლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, ვინაიდან დიდი ალბათობაა, რომ, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ ის სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში გახდეს არასავალდებულო, თუმცა პრეცედენტული. რეგიონალურ მედიას კი, ადგილობრივ ჩინოვნიკებთან, ყოველწლიურად რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ამ სასამართლო დავებისას ჩვენი ძირითადი დასაყრდენი სასამართლოს მხრიდან მედიის შესაძლო შეზღუდვაზე აპელირებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი შესაძლო შედეგები  კი თავდაყირა აყენებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობის საკითხს, რადგან, კვლავ ვიმეორებთ, მედიის შეზღუდვა შესაძლოა, სასამართლოს მხრიდან გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა და თავად სასამართლო გადაიქცეს მედიის დამსჯელ ორგანოდ ხელისუფლების ხელში".

დღის ამბები