20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უცხოური პრესა აქტიურად აშუქებს

რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს უცხოური პრესაც.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსი წერს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებამ უფლებადამცველ ჯგუფებსა და დასავლეთში განგაში გამოიწვია.

ავტორი შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების შეშფოთებაზე საუბრობს და სტატიაში მათი პოზიცია მოჰყავს, რომ სასამართლოს მიერ ქვეყნის უმსხვილეს ტელეკომპანიაში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და დემოკრატიას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

სტატიას მიმდინარე მოვლენებზე აქვეყნებს ამერიკის ხმაც.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მენეჯმენტის შეცვლის შესახებ დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით ეხმაურება ფრანს პრესიც.

სააგენტო რუსთავი2-ის თანამშრომლების განწყობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ გუნდი პირობას დებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლების ზეწოლას.

დღის ამბები