რუსთავი2-ს მხარდაჭერას სტუდენტები უცხადებენ. ახალგაზრდებმა სოლიდარობა სამაუწყებლო კომპანიის შესასვლელთან აქციაზე გამოხატეს.
სტუდენტებმა რუსთავი2-თან პლაკატები წარწერებით, - "რუსთავი2 ჩემია", "სოლიდარობა რუსთავი2-ს", "უკან არ დავიხევთ", "სტუდენტები სიტყვის თავისუფლებისთვის", მოიტანეს.
სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ისევ მორიგეობენ.