20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის", - თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის შენიშვნას არ იღებს

"ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის", - ასე პასუხობს მმართველი გუნდის დეპუტატი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოწოდებას, სადაც პრეზიდენტმა მმართველ კოალიციას არადიპლომატიური განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.

თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ დიპლომატების განცხადებებით პირველი თავად პრეზიდენტი უნდა ინტერესდებოდეს.

„განმარტების მოთხოვნა არა დიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით მას უნდა მოეთხოვა ელჩებისგან განმარტებები რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს რომელიც ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ ვინმეს განცხადებებში ნიშნებს დაინახავს რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის, რომ ასე ჩვენს განმარტებებს დიპლომატიური ან არადიპლომატიური უწოდოს", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

დღის ამბები