რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია BBC-მ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. არხის ჟურნალისტი ვითარებას ადგილზე გაეცნო.
რეპორტაჟში ჟურნალისტი ჰყვება, რომ რუსთავი 2 საქართველოში ყველაზე პოპულარული არხია, საიდანაც ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა.
BBC-ის კორესპონდენტმა ნიკა გვარამია ჩაწერა. გვარამია აცხადებს, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ სიტყვის თავისუფლების საკითხი და საქმე საქართველოს მომავალსა და დემოკრატიას ეხება.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ოპოზიციის ეჭვებზეც საუბრობს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით ქვეყანაში მთლიანად მედიაგარემო შეიცვლება.