20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
კითხვები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაზე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძესა და მის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ უზრუნველყოფის განჩინებაზე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე საჯაროდ არ საუბრობს. თუმცა რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას, ის ორშაბათს იუსტიციის საბჭოს ფორმატში განიხილავს. წინასწარი ინფორმაციით სხდომას თავად მოსამართლე ურთმელიძეც დაესწრება.

რუსთავი 2-ში მის მიერ დროებითი მმართველების დანიშვნა უკანონოდ არაერთმა იურისტმა შეაფასა. 17 ფურცლიან განჩინებასთან დაკავშირებით შეკითხვები მოსამართლეთა ასოციაციასაც აქვს.

ურთმელიძის დადგენილებიდან მოსამართლეთა ასოციაციისთვის ყველაზე მიუღებელი რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ობიექტურობასთან დაკავშირებით გამართული მსჯელობაა. მოსამართლეები თვლიან, რომ კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია.

პრეტენზიებს ქიბარ ხალვაშის იურისტი არ ეთანხმება. პაატა სალიას მიაჩნია, რომ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები