20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
საერთაშორისო გამოხმაურება რუსთავი 2-ის საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი შინაარსის განცხადება, რუსთავი 2–ში მენეჯმენტის შეცვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა. შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს უკვე პირდაპირ მიანიშნებს, რომ დამოუკიდებელი მედიის მენეჯმენტის შეცვლა სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.

აშშ-ს კრიტიკას, საქართველოს ხელისუფლება კრიტიკითვე პასუხობს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებში სათანადოდ ვერ ერკვევა.

აშშ-ს საელჩოს იუსტიციის მინისტრმა განმარტებების გაკეთება, უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა კი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ამერიკის საელჩოსთან ერთად განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ და წევრ სახელმწიფოთა საელჩოებმა გაავრცელეს, სადაც უკვე საუბარია გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო პარტნიორებში გაჩენილ კითხვებზე, რომელიც სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლების ხარისხს ეხება.

რუსთავი 2-ის მფლობელების შეცვლაში ევროკავშირის ელჩიც პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს. ოფიციალური განცხადება Freedom House-მაც გაავრცელა და ხელისუფლებას, კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდა. რუსთავი 2–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე მიუთითებს საგანგებო განცხადებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები