20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ქართულ ოცნებას ქვეყანა ტოტალიტარული და ერთპარტიული მმართველობისკენ მიჰყავს", - შალვა შავგულიძე

თავისუფალი დემოკრატების მდივნის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, დღეს ქართულ ოცნებას ქვეყანა ტოტალიტარული და ერთპარტიული მმართველობისკენ მიჰყავს და ცდილობს გააკონტროლოს ყველა ინსტიტუტები, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი უნდა იყოს.

ამის შესახებ შავგულიძემ კურიერთან პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ  განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და დაუშვებელი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

"სამართლებრივად არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ასეთი განჩინების გამოეტანა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლება ადგას გზას, რომ გააკონტროლოს ყველა ინსტიტუტები, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი უნდა იყოს. ტოტალიტარული, ერთპარტიული მმართველობისკენ მიყავს ქართულ ოცნებას ჩვენი ქვეყანა", - აცხადებს შალვა შავგულიძე.

დღის ამბები