20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
"პროცესი რაც უფრო გამჭვირვალე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით იქნება, მით უკეთესი,"- კახიშვილი "რუსთავი 2-ის" შესახებ საუბრობს

"ეს პროცესი რაც უფრო გამჭვირვალე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით იქნება მით უკეთესი,"-ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს კახა კახიშვილი. 

სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, რომ ეს საქმე არის ძალიან სენსიტიური.

"არ არის სწორი მოქმედი მინისტრის მხრიდან პრეზიდენტის განცხადებების შეფასება. ერთი მიმართულება არის საკუთრების დაცვა, მეორე ტელევიზია. როცა ასეთ სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე თემის პოლიტიზირების სურვილი ძალიან ბევრს გაუჩნდება. ამიტომ, ეს პროცესი რაც უფრო მეტად იქნება გამჭვირვალედ და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მით უკეთესი იქნება ყველასთვის ჩვენთვის,"- აცხადებს მინისტრი კახიშვილი. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები