20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"განცხადებების გასკადი ჩვენი პარტიორების მხრიდან უნდა იყოს საყურადღებო და მნიშვნელოვანი,"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"განცხადებების გასკადი ჩვენი პარტიორების მხრიდან უნდა იყოს საყურადღებო და მნიშვნელოვანი,"- ეს განცხადება რუსთავი 2-თან საუბრის დროს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა. 

ფხალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს. ფხალაძე ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს პარტნიორთა მითითებები. 

"ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან კეთდება უნდა იყოს უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანი. განსაკთრებით მაშინ, როცა განცხადებების კასკადი კეთდება არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოდან.  ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი ამ განცხადებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უნდა გავაძლიეროთ სახელმწიფო და არ დავაზარალოთ საქართველო,"- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 

ამავე თემაზე ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

"საგანგაშოა მართლაც, როცა ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირი და აშშ და ამავე დროს მუშტს უღერს საჯაროდ მათ, გამოთქმული შენიშვნების გამო,"- განაცხადა სამადაშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები