საპარლამენტო ოპოზიცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მას დაუსაბუთებელს და უსაფუძვლოს უწოდებს. თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლებას უკავშირებს.
„ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ხელისუფლება თავის კონტროლის ქვეშ აქცევს ისეთ ინტიტუციებს, რომლებიც საჭიროებენ დამოუკიდებლობას. ასეთია პროკურატურტა, საფინანსო სექტორი, იგივე ხდება მედიასთან მიმართებით და სასამართლოსთან მიმართებით,“-აცხადებს შავგულიძე.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ურთმელიძის გადაწყვეტილებაში ივანიშვილის როლზე ისაუბრა.
„მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს კანონი, არ მაინტერესებს სამართლებრივი პრინციპები, არ მაინტერესებს მედიათავისუფლება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა. ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რეს ჩვენი ვალდებულებვაა დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი,“-აცხადებს ვაშაძე.