20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"რადიო თავისუფლება" "რუსთავი 2-ზე" სტატიას აქვეყნებს

"საქართველოსგან დაჟინებით ითხოვენ, პატივი სცეს მედიის დამოუკიდებლობას,"- სტატიას ამ სათაურით რუსთავი 2 -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება აქვეყნებს. ავტორი ყურადღებას შეერთებული შტატების პოზიციაზე ამახვილებს და წერს, რომ ვაშინგტონი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქვეყნის უმსხვილეს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში მენეჯმენტი ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენის მიერ დანიშნული დროებითი მმართველებით შეიცვალა.

სტატიაში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის განცხადებაცაა მოყვანილი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა წყდებოდეს ნიუსრუმში და არა სასამართლო დარბაზებში.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები