მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა.
9 ნოემბრის 08:00 საათამდე მოძრაობა დაკეტილი იქნება გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე. მერიაში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულებაა, რისთვისაც უწყება მოსახლეობას ბოდიშს უხდის.