ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა 5 დღით იკეტება, მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქუთაისის გავლით.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.