ქიბარ ხალვაშის იურისტი პაატა სალია რუსთავი 2-ის დროებით მმართველებს მიმართავს და მოუწოდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყონ. განცხადება ამის შესახებ სალიამ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
სალიამ სატელეფონო კომენტარი მას შემდგ გააკეთა რაც რუსთავი 2-ის 91% ის მფლობელებმა ყარამანიშვილებმა დროებითი მმართველების შეთავაზებაზე უარი თქვეს და არ აღიარეს მოსამართლე ურთელიძის განჩინება. ყარამანიშვილებმა გადაწყვეტილება ანტისკონსტიტუციურად სცნეს.
"ეს პოზიცია არა არის სწორი. მათ განჩინების საფუძველზე ევალებათ დაუყონებლივ შეუდგნენ საქმიანობას. ნებისმიერი განცხორციელებული მოქმედება მას შემდეგ რაც განჩინება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა არის მათი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კომფრონტაციული ტონი, ჩემი აზრით ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები მათ პირდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება და ამან შეიძლება მიაყენოს კომპანიას გარკვეული ზიანი თუ ისინი არ იმოქმედებენ. ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს,"-აცხადებს პაატა სალია.
პაატა სალიას ამ განცხადებას რუსთავი2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უპასუხა. მურადაშვილმა სალიას განჩინების კარგად წაკითხვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ რუსთავი 2-ში აღმასრულებლები შემოვლენ ეს გაცილებით უფრო ცუდ ვითარებას შექმნის ვიდრე დღეს არის.
"მხარე რომელიც არის თავად წყარო და მიზეზი ამ პრობლემისა ქმნის სიტუაციას, რომ თითქოს გთავაზობს დახმარებას რომელიც დამამცირებელია. ამის შემდეგ ჩვენ კონფროტაციულ რეჟიმში ვართ. მან განმარტა, რომ იძულებულს ხდის მხარეს, რომ მიმართოს აღმასრულებელს. შევახსენებ პაატა სალიას კარგად წაიკითხოს განჩინება და მოსამართლესაც შევახსენებ, რომ კალენდარზე 2015 წელია. ეს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. იმ შემთხვევაში თუ აღმასრულებელი შემოვა ეს გამოიწვევს უარეს შედეგებს. დღეს თუ არა ხვალ დავამტკიცებთ, რომ ეს იყო უკანონო და რუსთავი 2 და ჩვენი დამფუძნებლები აღადგენენ სამართლიანობას,"- აცხადებს თამთა მურადაშვილი.