საინფორმაციო სააგენტო ედიტორი სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ს სოლიდარობას უცხადებს. კომპანიის ჟურნალისტები გმობენ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლებას მოწოდებენ არ დაუშვას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანაში.
ედიტორის წარმომადგნლები იმედოვნებენ, რომ გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები სოლიდარობის ნიშნად დღეს ერთი დღით ოფისის ნაცვლად, რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებენ.