საგურამოში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავი 2-ის შესახებ საუბარი არ ისურვა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა კურიერის ჟურნალისტის კითხვა უპასუხოდ დატოვა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სასაუბროდ არ არის იქ მისული.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსთავი2-ის შესახებ სამშაბათს ისაუბრებს. რა ფორმით აპირებს ივანიშვილი სამაუწყებლო კომპანიის შესახებ საუბარს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.