"არავინ არსად არ არის ჩაკეტილი. სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან,"- ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
"არავინ არსად არ არის ჩაკეტილი. სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან. ჩემთვის როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში,"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამავე თემაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
"მმართველი გუნდი ოთახებში შეკეტილი არ არის აქტიურად და ადეკვატურად მოქმედებს, შესაბამისად დღევანდელი დღეც ამას ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ. პროცესი მიდის და უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- განაცხადა კულტურის მინისტრმა.