"ხორცმეტები, ტვინთხელები,"- ასე მოიხსენიებს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხატიაშვილი მთავრობას აძლევს 48 საათს იმისათვის, რომ მოხდეს ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, წინააღმდეგ შემთხვევაშის პერმანენტული აქციების გამართვას აპირებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
"ვიღაც ხორცმეტებმა გადაწყვიტეს ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი ეცემათ და მიეყენებინათ შეურაცხყოფა მისთვის. ხელისუფლებას, ამ ტვინთხელებს მინდა მივცე 48 საათი. ყველა ჩვენი ევროპელი კოლეგა მზად არის საქართველოს საელჩოებთან დაიწყოს პიკეტირება. თუ არ მოხდა დამნაშავე პირების დასჯა არც ერთი ადვოკატი არ გავა პროცესზე. საქართველოს არც შს მინისტრი არც მთავარი პროკურორი არ ეყოლებათ. თუ ადვოკატთა კორპუსთან დაპირისპირება უნდათ ამ ფეოდალურ ხელისუფლებას მე, ზაზა ხატიაშვილი ვაჩვენებ რა არის დაპირისპირება,"- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. ის ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი არის დასაგმობი. ჭკადუა დროულ გამოძიებას ითხოვს.