რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად აქ საქართველოს ევროპელი დემოკრატები და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ივიდნენ.
როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის დაცვის საკითხში. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს მოვიდნენ რუსთავი 2-ის შესასვლელთან და გამოხატონ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ შორს უნდა დაუჭიროს თავი დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისგან.
„შენებით, წინსვლით, რუსთავი 2-საც დავიცავთ, ქვეყანსაც დავიცავთ, არჩევნებსაც მოვიგებთ. ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ იმ საქართველოს, სადაც აგრესიის და ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, ვიცხოვრებთ ღირსეულად,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.