რუსთავი 2-ის მფლობელობის სასამართლო პროცესს რამდენიმე პარალელური პროცესი გაუჩნდა. საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, რომლის გამო უსაფრთხოების სამსახურში ტელევიზიის დირექტორი და ნაციონალური მოძრაობის საქართველოში მყოფი ლიდერების დიდი ნაწილი მიიყვანეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათის დადგენილებით, აღსრულების გადაწყვეტილება უნდა შეჩერებულიყო, სანამ საქმე ყველა ინსტანციას არ გაივლიდა. კონკრეტულ შემთხვევაში რუსთავი 2-სთვის ეს რამდენიმე მოგებულ კვირასა ან თვეს ნიშნავდა, მაგრამ სანამ ტელევიზიის იურისტები პირველ განჩინებაში მითითებული მუხლის კონსტიტუციურობას ასაჩივრებდნენ, მოსარჩელე მხარემ დაუყოვნებელი აღსულება სხვა ფორმით და სხვა მუხლით მოითხოვა და დაუყოვნებელი დასტური მიიღო.
ამერიკამ, ევროკავშირმა, ეუთო-მ, ევროსაბჭომ, მეგობარმა ქვეყნებმა, მეგობარმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობისთვის საქმის სერიოზულობის ახსნა სცადეს.
მთავრობას ტონის შეცვლა არც უფიქრია, მაგრამ სიგნალი, როგორც ჩანს, უზენაესმა მოსამართლემ მიიღო - ხვალ იუსტიციის საბჭოზე თამაზ ურთმელიძეა გამოძახებული.
ავტორი:თემგო გოგოტიშვილი