20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის, კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ"- გია ყარამანიშვილი

"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის, კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ"-  ეს განცხადება პოსტსკრიპტუმთან საუბრის დროს რუსთავი 2-ის 91%-იანი წილის თანამფლობელმა გია ყარამანიშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მას სხვადასხვა ფორმით უთხრეს დაეთმო რუსთავი 2.

"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ მაგრამ არც ერთი ყიდვის შესახებ. ეს ხდებოდა არჩევნების მერე. თითქმის
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იყო რამდენიმე შეთავაზება, რომ რუსთავი 2 გადამეცა მმართველობაში რაღაც სპეციალურად შექმნილი საბჭოსთვის. რაც სრულიად ნათელია როგორ და რისთვის კეთდებოდა, ამაზე მე თავიდანვე უარი განვაცხადე,"- განაცხადა გია ყარამანიშვილმა. 

 

 

 

 

 

დღის ამბები