20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელების პირველი ინტერვიუ

რუსთავი 2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, გია და ლევან ყარამანიშვილები პირველი ინტერვიუს იძლევიან. კამერების წინ გამოჩენა ტელევიზიის მესაკუთრეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ მოსამართლე ურთმელიძის ხელით დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვისაკენ სვლა სწრაფი დაბიჯებით დაიწყო.

ქართული მედიის სივრცის ფლაგმანზე გავლენების მოსაპოვებლად ხელისფლებამ ბრძოლა 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. არხის მფლობელები ყვებიან, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები მათ ტელევიზიის დათმობას საკუთარი ნებით სთავაზობდნენ და ამისთვის სპეციალური სქემაც ჰქონდათ შემუშავებული.

როდესაც რუსთავი 2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ტელევიზია სამართავად სხვას არ გადასცეს, მაშინ ხელისუფლების შეთავაზება ბევრად უფრო მკაცრი მეთოდებით შეიცვალა, რამაც საბოლოოდ ძმები ყარამანიშვილები აიძულა საქართველოში აღარ ჩამოსულიყვნენ. ეს ინტერვიუ ლევან და გია ყარამანიშვილებთან პოსტსკრიპტუმმაუკრაინაში ჩაწერა, რუსთავი2-ის მფლობელები ბოლო 30 წელია, უკვე კიევში ცხოვრბენ. ტელევიზიის შეძენის შემდეგ გია ყარამანშვილი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა ბოლო ერთი წელია თბილისში აღარ ყოფილა. არხის მფლობელი გვიყვება, რომ მიიღო ინფორმაცა, რომ ხელისუფლება რუსთა 2-ისხელში ჩასაგდებად, მის დაკავებას აპირებდა ამიტომ დღემდე საქართველოში ჩამოსვლისაგან თავს იკავებს.

დღეს რუსთავი 2-ში გია და ლევან ყარამანიშვილების წილების გარდა დაყადეღებულია მათი კუთვნილი ტელეკომპანიასაქართველოც. ამ ტელევიზიას ყადაღა სასამართლომ მას შემდეგ დაადო რაც ცნობილი გახდა, რომ მფლობელები მის გასხვისებას აპირებდნენ.

რუსთავი 2-ის მფლობელების დარწუმებულები არიან, რომ ურთმელიძის გადაწყვეტიელბის მიხედავად მათ ტელევიზიას ვერ წაართემევენ, რადგან ფიქრობენ, რომ დღეს ქართული მედიის ფლაგმანი ხალხის ინტერესებს გამოხატავს და ისინი დაიცავენ, რუსთავი 2- იმისათვის, რომ თავისუფალი სიტყვა ამ არხზე ხელისუფლებამ ვერ გააჩუმოს.

ავტორი:ნოდარ მელაძე

დღის ამბები