"საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოახდინოს,"- ამ განცხადებას რუსთავი 2-ის უფლება შეჩერებული იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი აკეთებს.
საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და ანტიკონსტიტუციური განჩინება გამოიტანა.
საძაგლიშვილის თქმით მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შემდეგ მან და რუსთავი 2-ის ყველა იურისტმა გენერალურ და ასევე ფინანსურ დირექტორთან ერთად უფლებამოსილება დროებით დაკარგა. როგორც საძაგლიშვილი ამბობს, გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ TV საქართველოს იურისტებს შეუძლიათ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ურთმელიძეს განჩინება ამ დრომდე არ მიუწოდებია TV-საქართველოს იურისტებისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც ძმები ყარამანიშვილების კომპანია განჩინებას ოფიციალურად მიიღებს, მათი იურისტები მთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილებას ჯერ კვლავ თამაზ ურთმელიძესთან, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამავე დროს რუსთავი2-ის უფლებაშეჩერებული იურისტი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ არა თუ არაკონსტიტუციური, არამედ როცედურულად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საძაგლიშვილი ამბობს, თუ მოსამართლე გადაწყვეტილების აღსასრულებლად უზრუნველყოფას გეგმავდა უნდა მიეთითებინა განჩინებაშიც და ეს ჩანაწერი მხოლოდ განჩინებაში არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.