ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის თბილისში ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, ერთერთი მთავარი განსახილველი თემა რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები და მედიაპლურალიზმი იქნება.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საქართველოში დღეს ჩამოდის.
ფედერიკა მოგერინი გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზეც ჩავა.
მოგერინი მონაწილეობას მიიღებს გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაშიც, რომელიც ხვალ იხსნება.