02 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ავტოავარიის შედეგად მტკვარში დაკარგულ გოგოს კვლავ ეძებენ - ახლობლები მაშველების მუშაობით უკმაყოფილო არიან

ავტოავარიის შედეგად მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გოგოს ახლობლები მაშველების მუშაობით უკამყოფილო არიან. მათი თქმით, სამძებრო სამუშაოები სრული დატვირთვით არ მიმდინარეობს.

მაშველების განმარტებით კი სამუშაოებს ცუდი ხილვადობა აფერხებს. შემთხვევა ორი დღის წინ, გამთენიისას მოხდა. მანქანა მდინარეში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა.

მასში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი - აქედან ერთი გარდაცვლილი - მაშველებმა მალევე იპოვეს. მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები