მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსთავი 2-ის საქმეზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კურიერის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ფედერიკა მოგერინთან შეხვედრის ერთერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება თუ არა რუსთავი 2-ის საკითხი, საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარი არ ისურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - „თქვენთვის კონფერენციის თემა ცნობილია“. საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრემიერს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.