20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
169-ე ბაგა-ბაღის დირექტორს მშობლებმა კარი აუჭედეს

თბილისის 169-ე ბაღში ახალ დირექტორს ნინო ბუჩაშვილს მშობლებმა კარი აუჭედეს. ისინი ბუჩაშვილის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესეტებენ.

მშობლები აცხადებენ, რომ ნინო ბუჩაშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ვარკეთილის მაჟორიტარის და საკრებულოს დეპუტატის ია მაკასარაშვილის ჩარევით დანიშნა. 

ცოტახნის წინ ბაღში დირექტორი ნინო ბუჩაშვილი მივიდა მან ბრალდებები უარყო და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. 

"მე მქონდა განცხადება სააგენტოში შეტანილი. განიხილეს ჩემი კანდიდატურა, გავიარე გასაუბრება და დავინიშნე დირექტორად,"- აცხადებს 169 -ე ბაგა ბაღის დირექტორი ნინო ბუჩაშვილი

დღის ამბები