"რა გინდათ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ვის რა უნდა?" - ეს განცხადება რუსთავი 2-ის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
"გაუგებარია. როგორც ჩანს, იმათ არ იციან რაზეა საუბარი. რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ უნდა განიხილოს? ვის რა უნდა, freedom house-ს, თუ რუსთავი2-ს? სხვა ტელევიზიებში როგორ არის, ჩვენ არ გვეცვლება დამფუძნებლები? ანუ დამფუძნებელი ყოფილი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ, მაშინ კითხეთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში?" - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.