20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
"ეს არ არის კონსტრუქციული," - გიორგი კვირიკაშვილი ძმები ყარამანიშვილების განცხადებაზე

"მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონსტრუქციული," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთავი 2-ის მფლობელებს გია და ლევან ყარამანიშვილების განცხადებას სადაც მათ დროებით მმართველებთან ყველა სახის თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრის დროს მოუწოდებს მხარეებს იყვნენ კონსტრუქციულები

"გადაწყვეტილება არსებობს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რამენაირი სახით ზეწოლა მოვახდინოთ, ან ჩავერიოთ ამაში. ვისურვებდი, რომ შემდგომში პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ორივე მხარე იყოს კონსტრუქციული, რადგან მენეჯმენტი იყოს უზრუნველყოფილი იმ სახით, რომ სარედაქციო პოლიტიკის უზრუნველყოფა მოხდეს. მე მოვისმინე არ ვიცი არსებული, თუ ყოფილი მფლობელების განცხადება, რომ მათ უარი თქვეს მოლაპარკებაში შესვლაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონსტრუქციული," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები