20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ რუსთავი 2 იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის,"- პაატა ზაქარეიშვილი

"დარწმუნებული ვარ რუსთავი2 იქნება ისეთივე კრიტიკული როგორიც იყო ყოველთვის," - ეს განცხადება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მხარეთა პოზიციებს მოუსმინა და გაარკვია, რომ ჟურნალისტებს და პროფესიონალ თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. 

"საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია არის პრაქტიკულად გამოკვეთილი კრიტიკული ტელევიზიები და ძალიან მომწონს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეჭვი შეიტანონ, რომ, თითქოსდა, ხელისუფლება კრიტიკული აზრის გამოთქმის შეზღუდვას ცდილობდეს. მე დარწმუნებული ვარ რუსთავი 2 იქნება ყოველთვის ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის. ყველა მხარის პოზიცია მოვისმინე და ყველა ამბობს, რომ ჟურნალსიტებს და პროფესიონალებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ,"- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.  

 

დღის ამბები