20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ამ საქმემ გარკვეული კითხვები წარმოშვა"-უჩა ნანუაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

"ამ უკანასკნელმა საქმემ გარკვეული კითხვები წარმოშვა", - სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ეს ვითარება დაარეგულიროს.

"ამ უკანასკნელმა საქმემ გარკვეული კითხვები წარმოშვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიის დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ზე მაქვს საუბარი, გარანტირებული იყოს. ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, არანაირი კითხვის ნიშანი იმ პროცესზე არ დარჩეს, რომელმაც კითხვის ნიშნები უკვე წარმოშვა. სხვა საქმეებთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მედიის სფეროში რაიმე სერიოზული პრობლემა არსებობს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები