20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს," - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენი მეგობრობისა და პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, რომელმაც სასამართლო დამოუკიდებლობისა და პლურალისტული მედიის მომავალთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ამის შესახებ მარინა კალიურანდმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.

დღის ამბები