რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანიის ეზოსთან უკვე რამდენიმე დღეა 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ.
ისინი წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსთავი 2-ის შენობასთან იყვნენ და დღეს დილიდან კომპანიის შენობასთან მხარდამჭერები კიდევ შეუერთდნენ.
მხარდამჭერები კვლავ სიტყვის თავისუფლების დაცვაზე და ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებზე ლაპარაკობენ.