20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"გადაწყვეტილების გვერდის ავლა," - დავით ზურაბიშვილი მოსამართლე ურთმელიძის განჩინებაზე

"გადაწყვეტილების გვერდის ავლა", - ეს განცახდება მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებამ უარყოფითი შეფასება რესპუბლიკურ პარტიაშიც დაიმსახურა.

"პრაქტიკულად აღქმული იქნა ეს დროებითი მმართველის შემოტანა როგორც გვერდის ავლა ამ გადაწყვეტილებისა და კვლავ დაუყონებლივი ჩარევის საშუალება. ამ მომენტმა გამოიწვია საზოგადოების მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მათ შორის ჩვენიც რესპუბლიკური პარტიის პირადად ჩემიც და პარლამენტის თავმჯდომარესიც. ყველამ გავაკეთეთ ასეთი მკვეთრი და უარყოფითი შეფასებები. ზოგმა უფრო მეტად ზოგმა უფრო ნაკლებად მაგრამ ყველას შეფასება იყო უარყოფითი. მიგვაჩნია, რომ აქ ვითარება გამოსასწორებელია,"- აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

 

დღის ამბები