20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას დეპუტატები ეხმაურებიან

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას დეპუტატები ეხმაურებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობა პარლამენტის იურისტების მიერ არის მომზადებული. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტი მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვს. 

მმართველი გუნდის დეპუტატები ეთანხმებიან პარლამენტის იურისტების მიერ გამოთქმულ ეჭვეს, რომ შესაძლოა მიკერძოებული ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილება.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყველაფერი დაწერილია გამართულად და კონკრეტულად.

თავისუფალ დემოკრატებში კი მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელება დაუშვებელია.

„თუ არსებობს ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლე შესაძლოა, პირადი განწყობებით ხელმძღვანელობდეს, როდესაც ის უკეთებს ინტერპრეტაციას საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები იმ ფორმატით და იმ კანონის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა და ის ითვალისიწნებს, რომ ისინი იმოქმედებენ არა საკუთარი განწყობებით, არამედ რეალურად კანონის უზენასობის პრინციპებიდან და კონსტიტუციის უზენაესობის პირინციპებიდან გამომდინარე. შეიძლება საქმე გვქონდეს პარლამენტის მხრიდან სამართლებრივ სვლასთან იურისტების მხრიდან, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან პარლამენტის განცხადება იღება პლენარულ სხდომაზე და აქვს პოლიტიკური დატვირთვა," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

დღის ამბები