20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"ადრესატი ამ მკაცრი განცხადების საქართველოს მთავრობაა" - გიგი წერეთელი

"ადრესატი ამ მკაცრი განცხადების საქართველოს მთავრობაა,"- ასე ეხმაურება Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი. დეპუტატს მიაჩნია, რომ მთავრობის ქმედებებით ქვეყანა ზარალდება.

"ეს უკვე მერამდენი შეფასებაა ასეთი მკაცრი ვითარების, იმ ვითარების, რომელიც რუსთაივ2-თან დაკავშირებით არის შექმნილი. ადრესატი ამ მკაცრი განცხადების საქართველოს მთავრობაა. მას აფრთხილებენ რომ არ უნდა ჩაერიოს ასეთ პროცესებში, რომ არ უნდა იყოს ზემოქმედება სასამართლოზე. რაც მთავარია ეს ყველაფერი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას,"- აცხადებს დეპუტატი გიგი წერეთელი

ხელისუფლების ქმედებები, რომ არა მარტო მთავრობას და ზოგადად ქვეყანას აზარალებს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ. Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადება დეპურატმა ზურაბ აბაშიძე შეაფასა. 

"არა მარტო ვისმენთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების არამედ ვისმენთ სახელმწიფოთა პოზიციებს. აშშ, ევროკავშირის. ეს განცხადებები ქვეყანას აშკარად უქმნის პრობლემას ქვეყანას. რუსთავი2- რა ფორმითაც მაუწყებლობს ხელისუფლებას მოწონს თუ არ მოწონს ხელისუფლებამ ის უნდა აიტანოს,"- აცხადებს დეპუტატი აბაშიძე.

დღის ამბები