20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
france press-ის და Reuters-ის წარმომადგენლები ქართულ მედიაგარემოს აფასებენ

france press-ის და Reauter-ის წარმომადგენლები კავკასიაში ქართულ მედიაგარემოს აფასებენ. ირაკლი მეტრეველი და მაკა ანთიძე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მითითებები რათა ქვეყანაში მედიათავისუფლებას პრობლემები არ შეექმნას. 

Reuters-ის წარმომადგენელი კავკასიაში მაკა ანთიძე კურიერთან საუბრის დროს Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებასაც ეხმაურება.

"როცა ესეთი ორგანიზაცია ესეთ მკვეთრ განცხადებას აკეთებს, სადაც არის პირდაპირ საუბარი მთავრობაზე და ნათქვამია, რომ ეს მხოლოდ რუსთავი 2-ს არ ეხება, ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ. საქართველოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქვს რეიტინგი ნაწილობრივ თავისუფალი სამწუხაროდ ეს პროცესები რეიტინგებს ვერ გააუმჯობესებს. არადა freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგებს,"- განაცხადა მაკა ანთიძემ. 

ამავე თემაზე კურიერის ჟურნალისთან ისაუბრა France Press-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა ირაკლი მეტრეველმაც. მისი განცხადებით თუ ხელისუფლება მსგავსი ტიპის მითითებებს არ გაიზიარებს ქვეყანა დაზარალდება. 

ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციაზე. ძალიან მძიმე ბრალდებები ისმის მთავრობის მისამართლით და პირდაპირ ეჭვის ქვეშ ხვდება მედიის და სასამართლოს დამოუკიდბელობა. ეს ძალინ მძიმედ აისახება ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე. ამით ქვეყანა დაზარალდება,"- აცხადებს ირაკლი მეტრეველი. 

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

 

დღის ამბები