20 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება"-კახა კოჟორიძე

"ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება," - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამ რეზიდენციასთან დაკავშირებული საკითხის დღეს ხელახლა განხილვას.

კახა კოჟორიძის განმარტებით, ამ კითხვის ადრესატი არის არა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ კითხვა ეხება მთავრობას. საქართველოს პრეზიდენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, არის ოფიციალური წერილობითი პასუხი გაცემული ამ საკითხზე, რომ პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს. ეს მიდგომა არ შეცვლილა. შესაბამისად ამ კითხვის ადრესატები არიან მთავრობის წევრები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ათონელის ბედი, მაგრამ ათონელის რეზიდენციის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

დღის ამბები