20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მესამე სექტორის შეფასებით პარლამენტს მოსამართლეების აცილების საკითხის დაყენების სრული უფლება აქვს

მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და კონსტიტუციონალისტებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოსამართლეების აცილების საკითხის დაყენების სრული უფლება ჰქონდა, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ კითხვებს მაინც აჩენს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით არსებულ კითხვებს პასუხი თავად საკონსტიტუციო სასმართლომ უნდა გსცეს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი შეხება ერთმანეთთან, თუმცა რადგან გარკვეული კითხვები გაჩნდა, ამას თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი,“ - აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას მოითხოვს. პარლამენტის შუამდგომლობაში ორი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებაზეა საუბარი.

დღის ამბები