20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის სკანდალური განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა

ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დიპლომატებსაც კი დღეს ევა გოცირიძემ შეახსენა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის. ქართული ოცნების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი არამოსამართლე წევრისთვის ასევე გაუგებარია, რატომ აღიქვა საზოგადოებამ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევად ურთმელიძის განჩინების ის ნაწილი, სადაც მოსამართლე მედიის საქმიანობის შინაარსზე მითითებებს აკეთებს. გოცირიძისთვის განჩინება არგუმენტირებულია.

ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წარდგენილია. მისი მეუღლე მინდია უგრეხელიძე კი ცოტა ხნის წინ მთავრობამ ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად დაასახელა. მინდია უგრეხელიძის შვილი, პაპუნა უგრეხელიძე კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ევა გოცირიძის დღევანდელი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ორგანიზებულ ბრძოლაზე მიუთითებს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები