რუსთავი 2-ს დროებითი მმართველების დანიშვნის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სერიოზული შეზღუდვები აქვს. ამის შესახებ განცხადებას რუსთავი 2-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თეა გვარამია აკეთებს და ამბობს, რომ 15 ნოემბრიდან ტელეკომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
„ვერც ანგარიშფაქტურებს ვერ ვწერთ, ასევე ვერ ვადასტურებთ. 15 ნოემბერს გვაქვს ბოლო ვადა, რათა წარვადგინოთ ოქტომბრის თვის დეკლარაციები მათ შორის საშემოსავლო დეკლარაცია, დღგ-ს დეკლარაცია და გადაცემის ინფორმაცია. რათქმაუნდა ამას ჩვენ ვერ შევძლებთ და ასევე ვერ გადავიხდით საბიუჯეტო გადასახადებს,"-აცხადებს თეა გვარამია.