რუსთავი 2-ის მიმართ დაინტერესება, რომ 2012 წლის არჩვენების შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა, ამას ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ადასტურებს, თუმცა გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ რაიმე კონკრეტული მოლაპარაკებების თაობაზე ან იმაზე თუ რომელ მინისტრს ჰქონდა ჩაბარებული რუსთავი 2-ის საქმე ინფორმაცია არ აქვს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეთავაზებებზე, რუთავი 2-ის მფლობელმა P.S.-თან ინტერვიუში ისაუბრა. გია ყარამანიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები არჩევნებიდან 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წილების დათმობასთან დაკავშირებით არაერთი წინადადება მიიღო.
მართველ კოალიციაში ძმები ყარამანიშვილების განცხადების შეფასებისგან ნაწილი თავს იკავებს, ნაწილი კი იმ პირთა გვარების დასახელებას ითხოვს, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
უმცირესობა მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელების ეს განცხადება ტელეკომპანიის საქმეს უნდა დაერთოს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების დაინტერესებას, რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.