საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვას ხვალ იწყებს. საქამე ეხება იმ ნორმის შეჩერებას, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის და სხვა პირთა თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა.
ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც გიორგი პაპუაშვილმა განმარტა, პირველ რიგში სასამართლო განიხილავს, რამდენად ექვემდებარება ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს.
"ჯერ განვიხილავთ თუ რამდენად ექვემდებარება ჩვენს იურისდიქციას ეს საკითხი. შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მის დროებით შეჩერების შესახებ ხვალ დაიწყებს სასამართლო ამის განხილვას," - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.