20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს", - ფედერიკა მოგერინი

ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს - ასე შეაფასა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და მედია პლურალიზმის პრობლემები საგარეო და უსაფრხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა მედიისთვის პირველი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

"2016 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი პოლიტიკური გარემო, ურთიერთპატივისცემა, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ამას საქართველო აკეთებს,. საჭიროა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები. ემოციები პოლიტიკაში ქართველებსაც და იტალიელებსაც კარგად ესმით, მაგრამ გარდა ემოციებისა, არსებობს მნიშვნელოვანი ჩარჩო - მედიაპლურალიზმი, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც არ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.   

მხარეებს შორის შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ვიზა-ლიბერალიზაცია და ოკუპირებული ტერიტორიები იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა აღნიშნა უმაღლეს კომისართან საუბრის თემა იყო საქართველოში არსებული შიდა სიტუაციასა და მთავრობის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე.

„ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს თავისუფალ გარემოს, მედიის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს. ჩვენ ამ გზით მართლაც ბევრი გავაკეთეთ ამ სამი წლის განმავლობაში და ვართ აღიარებული ლიდერი მთელს რეგიონში," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები