"საზოგადოება არის ორ ნაწილად გახლეჩილი," - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთანრუსთავი2-ის საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე, დავით დვალზე, ჯარჯი აქიმიძეზე, ქიბარ ხალვაშზე, ნაციონალურ მოძრაობაზე და ნიკა გვარამიაზე.
"დავით დვალი და აქიმიძე რუსთავი 2-ის დამფუძნებელი გახლავთ. მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ტელევიზიის შემქნაში. მათ ძალიან უხეშად მოექცნენ, მათ პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია. შემდეგი გახლდათ ხალვაში. არათუ ტელევიზია, მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა საზღვარგარეთ გაასწრო. მეორე მხარეს ისევ გავიხსენოთ გვარამია და მისი ბიოგრაფია. ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ა.შ. ეს იცის საზოგადოებამ და ვიცით ჩვენც ძალიან კარგად. პირობითად რუსთავი 2-თან დაკავშირებით საზოგადოება 2 ნაწილად არის გახლეჩილი. ძალინ დიდი ნაწილი საზოგადოების არის აღშფოთებული ამ ცინიზმის პიკით, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს გამოდის და ის, რაც ხდება და როგორც უნდა ხდებოდეს პროცესი სასამართლოში, მოახერხეს და გადმოიტანეს და წაიყვანეს სხვა მიმართულებით ეს თემა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა. გვარამია გახლავთ ეტალონი ამის და რუსთავი 2. თუ მესაკუთრე შეიცვალა და ეს არ იქნება, პირობითად რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის ზღვარი გადის აქ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.