20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"რასაც იტყვიან ისინი, იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება", - ივანიშვილი ეუთოსა და სახალხო პარტიაზე

მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებს პასუხობსდა მათ განცხადებებს "უმეცარს" უწოდებს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს რას იტყვიან "ისინი"

"უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა "სახალხო პარტიამ". ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე "ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი". იგივე ევროსაბჭომ და ეუთომ - რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება," - განაცხადა ივანიშვილმა.  

 

დღის ამბები