20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
“ეს არის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საქმე, ის არ ექვემდებარება მთავრობას," - ნოდარ ხადური

კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ მაუწყებლობას პრობლემები არ შეექმნას.

განცხადებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

“ეს არის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საქმე, ის არ ექვემდებარება მთავრობას, არის დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ არცერთი ნაბიჯით ის არ გადავა კანონს,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, მაუწყებლობის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ეს არის სასამართლოს კომპეტენცია.

„რამდენადაც ვატყობ, თქვენ ხელი არ გეშლებათ მუშაობაში. პირიქით, ყველაზე აქტიურად თქვენ მუშაობთ. ეს არ არის პოლიტიკური ელფერი, მინდა გითხრათ, რომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის თაობაზე ორ კერძო სუბიექტს შორის არის დავა, ეს უნდა გადაწყვიტოს ან ამ ორმა კერძო სუბიექტმა, ან სასამართლომ,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

რუსთავი 2–ის მაუწყებლობა ამ დრომდე შეუფერხებლად ვრცელდება და კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა”, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები