მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს ტელეკომპანია რეალ TV-ს ადარებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კუთვნილებად მიაჩნია. ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის და მთავრობის წევრებისთვისაც რუსთავი 2-ამ სახით ძალიან საინტერესოა.
"რუსთავი 2 ჩემთვის, როგორც ტელევიზია, და მთავრობის წევრებთან რომლებთანაც მაქვს შეხება და მქონია საუბარი, საინტერესოა ასეთ ფორმაში როგორშიც დღეს ისაა. ჩვენ არჩევნები
რეალ TV-ით მოვიგეთ. რეალ TV ყველაზე მეტს მეხმარებოდა. დღევანდელი რუსთავი 2 რეალ TV-დან არაფრით არ განსხვავედება, აჟიტირებულია. რაც უფრო დიდხანს მოიხმარს რუსთავი 2-ს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მეტს წავა ზემოთ, არა - ქვემოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.