"საყევარიშვილი გამოცდილი ჟურნალისტია მემგონი ცუდი არჩევანი არ არის," - ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ყოფილ გენერალურ დირექტორზე და ახლა უკვე რუსთავი2-ის დროებით მმართველზე მილიარდელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საყევარიშვილი არ არის ოდიოზური ფიგურა.
"არის გამოცდილი ჟურნალისტი. ჟურნალისტია პროფესიით. მემგონი ცუდი არჩევანი არ არის ამ მხრივ. არ არის ოდიოზური ფიგურა და გამხაურებული და დიდი ხანია ჟურნალისტიკაშია. რა ქნა იმედში? არვიცი, ხმაური მოყვა ამას? არვიცი მე არ გამიგია,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.